Resident Evil 5 - 9 მარტში 2011 - topgame.ucoz.com


პარასკევი, 2024-05-17, 6:12 AM
 
ძებნა

მენიუ

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მთავარი » 2011 » მარტი » 9 » Resident Evil 5
6:02 PM
Resident Evil 5
წარმატებული 4 ნაწილის შემდეგ იაპონურმა კომპანია Capcom-მმა გადაწყვიტა გამოეშვა Resident Evil-ის მეხუთე ნაწილიც. წინამორბედების მსგავსად Resident Evil 5 იც საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო სიუჟეტს გვთავაზობს. ამასთან საგრნობლად გაუმჯობესებულია გრაფიკა და გეიმფლეი. 2009 წლის 5 მარტს მარტს თამაში გამოვიდა კონსოლებზე, ხოლო ვინდოუსის სისტემაზე 15 სექტემბერს. Resident Evil 5-ში მთავარი გმირების ამპულაში გვევლინებიან კრის რედფილდი და შევა ალომარი.

გამოსვლიდან 3 კვირაში თამაშმა მოხსნა სრული რეკორდი. ამ დროის განმავლობაში გაიყიდა 2 მილიონზე მეტი კოპია. ხოლო საერთო ჯამში ამ რიცხვა 5 მილიონს მიაღწია.



სიუჟეტი:
თამაშის დაწყებისას კრის რედფილდი მიემგზავრება აფრიკის ერთ ერთ ქალაქში სახელად კიჯუჯუ. აქ ის შეხვდება შევა ალომარს. მათი მისიაა იპოვონ რიკარდო ირვინი, რომელიც ბიო-ორგანული იარაღის შავ ბაზარზე გაყიდვას აპირებს. გზაზე ისინი გადაეყრებიან ერთ ერთ ადგილობრივ მკვდრს. რომლის სხეულს ვირუსი აკონტროლებდა. კრისი და შევა მოახერხებენ და მოკლავენ დავირუსებულ ადამიანს, მაგრამ შემდეგ მიხვდებიან რომ ისი მარტო არ იყო, რადგან მთელი სოფლის მოსახლეობა ასევე დავირუსებულია. თამაშის მტავარი გმირები აგრძელებენ გზას. ისინი გზად დაინახავენ ალფა ჯგუფის წევრებს, რომლებიდანაც მხოლოდ დეაჩენტი გადარჩა ცოცხალი. რომელიც კრისს ნფორმაციას მიაწოდებს ირვინის პროექტის შესახებ.

დაცემის ადგილზე მისული ვერტმფრენით მისული დელტა ჯგუფი დაინახავს მოტოციკლზე ამხედრებულ ზომბებთან მებრძოლ კირისს და შევას. ისინი დაეხმარებიან მათ ზომბების დამარცხებაში. დელტა ჯგუფის ერთერთი წევრია ჯოშ სთოუნი. იგი შევას ძველი მეგობარი და თანამშრომელი გახლავთ. ზომბების დამარცხების შემდეგ, ჯოში კრისს შევასგან ფარულად გაუესაუბრება ჯილ ვალენტინზე. ჯილი კრისის ძველი პარტნიორია. ალბერტ ვესკერთან გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ იგი ყველას გარდაცვლილად მიაჩნდა. კრისი და შევა კვლავ აგრძელებენ გზას. ისინი ჩავლენ ნავთობის მოედანზე, ცდიან დელტა ჯგუფთან დაკავშირებას მაგრამ არავინ უპასუხებს… სწორედ ამიტომ კრისი დაუკავშირდება მთავარ ბაზა HQ-ს და ეტყვის რომ მხოლოდ ისინი გადარჩნენ ცოცხლები. ნახავენ რა დელტა ჯგუფის წევრებს აღმოაჩენენ რომ მათ შორის არ არის ჯოშის გვამი. ამის შემდეგ კრისი და შევა კვლავ აგრძელებენ გზას. აღმოჩნდება რომ კრისი სულ სხვა მიზეზით ჩამოვიდა ქალაქში. მას სურს გაიგოს მართლა გარდაიცვალა თუ არა ჯილი, მაგრამ ყოველივე ამას თავის პარტნიიორს უმალავს. სწორედ ამის გამო მას შევასთან მოუვა პატარა წაკამათება. დასასრულს ისინი იმ დასკვნამდე მივლენ რომ ორივე უნდა დაეხმარონ ერთმანეთს ნებისმიერ გაჭირვებაში რაც არ უნდა რთული აღმოჩნდეს ეს.


კრისი და შევა შეხვდებიან ჯოშს, რომელიც როგორც ჩანს ცოცხალი გადარჩა. ამასობაში ისინი შეამჩნევენ რომ ირვინი იახტით ცდილობს სანაპირო ააფეთქოს და გაიქცეს. კრისი და შევა, ჯოშთან ერთად მოახერხებენ და ნავით დაეწევიან ირვინს. როდესაც ირვინი საფრთხეს იგრძონს, შეიყვანს თავის სხეულში ვირუსს, რის შემდეგაც ის უზარმაზარ მონსტრად გადაიქცევა. კრისი და შევა მოახერხებენ და დაამარცხებენ მას. სიკვდილის პირას ირვინი მათ ეტყვის რომ ისინი ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებენ ახლომდებარე გამოქვაბულში. გამოქვაბულთან მსვლისას ჯოში ტოვებს კრისს და შევას, რათა მან ინფორმაცია მიწოდოს HQ-ს. ხოლო კრისი და შევა გზას გამოქვაბულში ჩავლენ სიტუაციაში გადარკვევად. ისინი იქ აღმოაჩენენ მიწისქვეშა ბაზას. აღმოჩნდება რომ ამ ბაზაში ადრე მუშაობდა კორპორაცია Umbrella, რომელსაც Tricell მართავდა. კრისი და შევა ბაზაზე აღმოაჩენენ დოკუმენტებს T და G-ის შესახებ. რომელსაც შეუძლია ადამიანის სხეულის მართვა. ეს პროგენეტიკური ვირუსი დამზადებული იყო ყვავილისგან სახელად Ndipaya რომელსაც ხალხი ”კიბე მზისკენ” საც ეძახდნენ. ადგილობრივი მცხოვრებები მას სხვადასხვა რიტუალებში იყენებდნენ. მაგრამ მას შემდეგ რაც ოზველ სპენსერმა გაიგო ამ ყვავილის შესაძლებლობები, მან გამოყარა ადგილობრივები ამ ტერიტორიიდან და იქ თავისი ბაზა ააშენა. სადაც ზემოთ ნახსენები ყვავილისგან ვირუსი დაამზადა. კრისი და შევა მოხვდებიან უზარმაზარ მიწისქვეშა ლაბოლატორიაში. ისინი იქ აღმოაჩენენმ უამრავ კაფსულას. სამართავი პანელის მეშვეობით კრისი ეცდება მიაგოს კაფსულას სადაც მისი ვარაუდით ჯილი უნდა ყოფილიყო. კრისი იპოვის სასურველ კაფსულას მაგრამ აღმოაჩენს რომ ჯილის სხეული გაქრა…

ამ დროს დიდ ეკრანზე გამოჩნდება ექსელა ჯიონეს გამოსახულება. ის კრისს და შევას ტეროტირიის დატოვებისგენ მოუწოდებს. საუბრის დროს ექსლას რადიოგადამცემით დაუკავშირდება ვესკერი. რაც ვესკერის სიცოცხლეს ადასტურებს. კრისი და შევა გადაწყვეტენ და მივლენ ექსელასთან. მათ დანახვსას ექსელა ერთ ერთ სატესტო ობიექტს ვირუსს ვირუსს შეუყვანს, თვითონ კი გაიქცევა. მას შემდეგ რაც კრისი და შევა დაამარცხებენ მუტანტს, მათ დავს ესხმის ნიღბიანი უცნობი. ვესკერი ნიღაბს მოხსნის მას და აღმოჩნდება რომ ნიღბის უკან ჯილ ვალენტინი იდგა… შეხლა შემოხლის დროს შევა აღმოაჩენს რომ ჯილს მკერზე აქვს მოწყობილობა რომელიც ბოროტად განაწყობს მას მთავარი გმირრების წინააღმდეგ. კრისი და შევა მოხსნიან ჯილს მოწყობილობას, რის შემდეგაც იგი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. იგი ბოდიშს მოუხდის კრისს და ვესკერის დამარცხებას სთხოვს.


პირობის შესასრულებლად კრისი და შევა ავლენ ზედაპირზე. ისინი იქ შეამჩნევენ ექსელას, რომელსაც სახეზე აშკარა ცუდათ ყოფნა ეტყობა. ამ დროს გაისმება ვესკერის ხმა. რომელიც განაცხადებს რომ ექსელა დაავადებულია ვირუსით სახელად Uroboros. სიტყვას დაამთავრებს თუ არა ექსელას პირიდან ამოვა ვირუსი, იგი მიიზიდავს გემბანზე არსებულ გვამებს და წარმოქმნის დიდ მონსტრს. კრისი და შევა როგორც ყოველთვის შეძლებენ და დაამარცდხებენ მას. ამასობაში ჯილი დაურეკავს კრისს და ამცნობს რომ ვესკერს თავის ძალის შესანარჩუნებლად მომენტალურად ჭირდება ვირუსის შეყვანა, გადამეტების შემთხვევაში კი მოიწამლება. კრისი და შევა დაეწევიან ვესკერს. ისინი მოახერხებენ და დიდი ბრძოლის შემდეგ ზედმეტ დოზას შეუყვანენ მას. მოწამლული ვესკერი ეცდება თვითმფრინავით გაიქცესმ მაგრამ ჰაერში ასვლისას თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვა და ერთ ერთ მოქმედ ვულკანის კრატერში ჩავარდება. კრისი და შევაც მიჰყვებიან მას. ისინი მოახერხებენ და სიკვდილის პირამდე მიიყვანენ ვესკერს. ამ დროს ვერტმფრენით გამოჩნდება ჯილი ჯოში. რომლების ბორტზე ამოიყვანენ მათ. გაფრენისას ვესკერი ბოლოჯერ ეცდება მთავარი გმირების დამარცხებას. გამოსტყორცნის კიდურს თავის ცოცხალ მკვდარ გამუტანტებულ სხეულიდან და ვერტმფრენის ჩამოგდებას ეცდება. საპასუხოდ კი 2 RPG ს მიიღებს კრისი და შევასგან.
საშინელი კოშმარი დასრულდა. კრისი შეხედავს ვერტმფრენში მსხდომ ჯილს და შევას და ხვდება რომ ამისთვის ღირდა ბრძოლა.


გეიმფლეი:
მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს კრისით ან შევათი. მათ აღჭურვილობაშია უამრავი თანამედროვე იარაღი. იარაღების და ტყვია წამალის შოვნა შესაძლებელია როგორც ქალაქში ასევე მაღაზიაშიც სადაც ეტაპობრივად იხსნება სხავდასხვა აღჭურვილობა. შესაძლებელია იარაღის გაძლიერება და აფგრეიდი. მოთამაშეს შეუძლია ერთდროულად ერთდროულად 9 სხვადასხვა იარაღის ერთდროულად ტარებაც. თამაშში შეხვდებით შემდეგ იარაღებს: H&K P8, SIG P226, 93R, PX4, Samurai Edge, S&W M29, L. Hawk, S&W M500, Ithaca M37, M3, Jail Breaker, Hydra, VZ61, AK-74, H&K MP5, SIG 556, S75, Dragunov SVD, H&K PSG-1, Grenade Launcher, Rocket Launcher, Hand Grenade, Incendiary Grenade, Flash Grenade. მოთამაშეს ასევე შეუძლია შეცვალოს როგორც კრისი ასევე შევას საბრძოლო ფორმა.



მინიმალური მოთხოვნილებები:
ოპერაციული სისტემა: Windows XP
პროცესორი: AMD Athlon64 X2/Intel Pentium D series
ოპერატიული მეხსიერება: 1 GB
ადგილი მყარ დისკზე: 8 GB Free
ვიდეო კარტა: 256 MB (ATI Radeon HD 2400/NVIDIA GeForce 6800)
საუნდ კარტა: DirectX Compatible
DirectX: 9.0c

რეკომენდირებული მოთხოვნილებები:
იპერაციული სისტემა: Windows Vista
პროცესორი: AMD Phenom X4/Intel Core 2 Quad series
ოპერატიული მეხსიერება: 2 GB
ადგილი მყარ დისკზე: 8 GB Free
ვიდეო კარტა: 512 MB (ATI Radeon HD 4800/NVIDIA GeForce 9800)
საუნდ კარტა: DirectX Compatible
DirectX: 10


კატეგორია: სროლები | ნანახია: 759 | დაამატა: misho_vekunturi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

გამოკითხვა
რომელი შუთერი გევასებათ?


 javascript:;
სულ პასუხია: 4312

თრეილერი
ტოპ თამაშები

  

  

  

რეკლამა

რეკლამა

მთვლელი
CXELI.IN Page Rank Checker online-live.ucoz.comWBADS.TK
Copyright MyCorp © 2024გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები