 | | Just Cause 2 – არის ექსტრემითა და მძაფრი შეგრძნებებით აღსავსე თამაში. მისი დეველოპერია შვედური კომპანია Avalanche Studios და Eidos Interactive. თამაში იყენებს Avalanche Engine ს ახალ 2.0 ვერსიას. Just Cause 2 ში მოქმედება ვითარდება სამხრეთ აზიაში მდებარე ერთ ერთ კუნძულზე სახელად პანაუ. მთავავი გმირის ამპულაში გვევლინება რიკო როდრიგესი, რომელის მთავარი მიზანია დაამარცხოს ბოროტი დიქტატორი ”ბეიბი პანაი”. თამაში განსაკუთრებით მოეწონებათ ისეთი მოთამაშეების კატეგორიას რომლებსაც უყვართ გართობა-მძაფრი შეგრძნებები და ჯიუტად არ უღრმავდებიან თამაშის სთორის და გეიმფლეის… 2010 წლის მარტის შუა რიცხვებში თამაშჳ უკვე გამოჩნდება ბაზარზე. ასე რომ ითამაშეთ Just Cause 2 "And make fun”.
გეიმფლეი: Just Cause 2-ს გააჩნია open world-ის სისტემა, ანუ თქვენ არ მოგიწევთ კონცენტრირება მოახდინოთ თამაშის სიუჟეტზე. მოთამაშეს შეუძლია იხეტიალოს ქალაქის ქუჩებსა თუ ბუნებაში და თავისი ინტერპრეტაციით შექმნას პატარა თავგადასავალი. თამაშს გააჩნია ბევრი სიახლე, რომლებიც აღწერა მთავარმა დიზაინერმა პიტერ ჯოჰანსონმა. AI გადაწერილი იყო სისტემაზე, რადგანაც მტრებს შეეძლოთ თამაშში უამრავი რამის გაკეთება, სროლის დროს კედლის უკან ამოფარება. ავტომატური დამიზნება სიახლეა თამაშში, ანუ მოთამაშისთვის უფრო ადვილი იქნება დამიზნება მტერზე სირბილის, პარაშუტით გადმოხტომისას და ასევე ბევრი მოძრაობის შესრულებით. თამაშს გააჩნია ადაპტური სიძნელის სისტემა, ანუ მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს სიძნელე თამაშისა რათა გაქაჩოს მისი თამაში.
თამაშში ახალი სახის იარაღებია, როგორიცაა რაკეტის გამშვები ლაზერის სამიზნით, ყუმბარმტყორცნი, კონტროლირებადი C4 და ასევე მინი ტყვიამფრქვევი. ასევე სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებია. მართალია თავიდან მოთამაშეს არ ექნება საშუალება რომ ყველა სახის იარაღი აიღოს, მაგრამ მას შეეძლება მათი ყიდვა შავ ბაზარზე. აუცილებელია აირჩიო რა სახის იარაღი ან ტრანსპორტი გინდა,მისცე შენი კოორდინატები და მას ვერტმფრენით მოიტანენ. ასევე შესაძლებელია იარაღების გაუმჯობესებაც. |