 | | UBISOFT არ ღალატობს ტრადიციას და წარმოგვიდგენს Splinter Cell ის მორიგ 6-ე ნაწილს. Tom Clancy’s Splinter Cell: Conviction წარმოდგენს ამავე სერიის ”ორმაგი აგენტის” გაგრძელებას, რაც ბევრად საინტერესოს და მიმზიდველს ხდის თამაშს. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თამაშის დეველოპერია Ubisoft Montreal, ხოლო iPhone OS ვერსიისთვის, თამაშზე იმუშავა Gameloft0-მა. TC’s SC:C გაყიდვაში გამოვა 2010 წლის აპრილის შუა რიცხვებში.
სიუჟეტი: Splinter Cell: Conviction-ში ვითარებები ხდება Splinter Cell: Double Agent-ის დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ. თამაშის მთავარი გმირის სემი ფიშერის მიზანია იპოვოს და შურ იძიოს მისი ქალიშვილის მკვლელზე. როგორც წესი ის ყოველთვის სხვისი ინტერესებით მუშობდა და სხვადასხვა ხალხის დავალებებს ასრულებდა, მაგრამ ახლა საქმე პირადულთან გვაქვს. მმტრის სიძლიერის მიუხედავად მას მკაცრად აქვს გადაწყვეტილი დასახული მიზნის განხორციელება.
გეიმფლეი: [/color]Splinter Cell: Conviction-ი წარმოგვიდგენს გეიმფლეის მრავალ ახალ თვისებებს. ერთ-ერთი არის ’’აღნიშნე და მოკალი’’. მოთამაშეს შეუძლია ავტომატურად დაუმიზნოს მტერს იარაღი და მოკლას თუნდაც თავში სროლით, კარების გაღებიდან 1 წამის შემდეგაც და ფანჯრიდანაც. მოთამაშეს ასევე შეუძლია გარე განათებას ესროლოს იარაღი, დააბნელოს ტერიტორია, მოკლას ამ დროს ავტომატური დამიზნებით ერთი მტერი და ზედ მიაყოლოს მისი დაბნეული პარტნიორი. ახალი შემოღებული ილეთია ასევე ‘’ბოლოს დანახული პოზოცია’’ მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: თქვენ შეგიძლიათ დაენახოთ მტერს გარკვეული პოზიციიდან და შემდეგ სიბნელეში გაუჩინარდეთ. ამ დროს მტერი მტრს ჰგონია რომ თქვენ ისევ იქ ხართ, ამით თქვენ შეგიძლიათ უჩუმრად მიპაროთ მას და განაიარაღოთ. ასევე შესაძლებელია მძევლის აყვანაც. მოთამაშეს შეუძლია მტერი დაიჭიროს და დაკითხოს, ასევე შესაძლებელია ხალხმრავალი ადგილებიდან გაუჩინარება. ახალი დავალების გაგება საკმაოდ ადვილია, ამისათვის მოთამაშემ მხოლოდ განათებულ კედელს უნდა შეხედოს სადაც გამოისახება შემდეგი მისიის არსი.
სისტემური მოთხოვნილებებიინტელის: პროცესორი - Core 2 Duo E4300 1.8GHz AMD პროცესორი - Athlon 64 X2 Dual Core 4000+ Nvidia ვიდეო კარტა - Geforce 8600 GTS 512MB ATI ვიდეო კარტაd - Radeon HD 2900 XT 512MB ოპერატიული მეხიერება -2 GB ადგილი მყარ დისკზე - 10 GB Direct X - 9 |